კობა კობალაძე – ჩვენი ქვეყნის ყველა აბიტურიენტს, ვინც დღეს, ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყებად, პირველ ნაბიჯს დგამთ, წარმატება და მხნეობა გისურვოთ

დღეს ეროვნული გამოცდები დაიწყო და მინდა, ჩვენი ქვეყნის ყველა აბიტურიენტს, ვინც დღეს, ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყებად, პირველ ნაბიჯს დგამთ, წარმატება და მხნეობა გისურვოთ, – ამის შესახებ გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ განაცხადა.

“დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანისთვის, სწორედ დღევანდელი დღე გახდება წარმატების საფუძველი იმ დიდი გზისა, რომელიც დასახულ მიზნამდე გამარჯვებით მიგიყვანთ!

ჩვენთვის, თქვენი წარმატებული მომავლისთვის ზრუნვა, უმნიშვნელოვანესია და სწორედ ამიტომ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, სახელმწიფოს თანადგომით, მომავალი თაობების მხარდასაჭერად, უკვე, არა ერთი წელია, სპეციალურ პროგრამებს ახორციელებს.

ღრმად მწამს, ჩვენი და თქვენი მშობლების ძალისხმევა, თქვენი მონდომება და მიზანსწრაფულობა, ნაყოფიერ შედეგს გამოიღებს და ღირსეულ წვლილს შეიტანთ ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი საქართველოს აღმშენებლობაში.

კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს და წინსვლას!

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ,”- განაცხადა კობალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები