სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე თურქეთის ახლადდანიშნულ სამხედრო ატაშეს მოადგილეს შეხვდა
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე – თამთა დანელია თურქეთის ახლადდანიშნულ სამხედრო ატაშეს მოადგილეს, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის ლიდერს, თურქან ოზთურქს შეხვდა.
სასაზღვრო პოლიციის ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის ფარგლებში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს.
“თამთა დანელიამ სტუმარს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარების საქმეში აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს”, – წერია ინფორმაციაში.