„ბექამ, შინ, პარკით ლუბა ყოჩიაშვილის გულ-ღვიძლი მიიტანა და მაცივარში შეინახა“ – შემზარავი მკვლელობის დეტალები

 ადვოკატის თქმით, 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული ბექა შენგელია დეტალურად ჰყვება, როგორ დაანაწევრა ცხედარი და გოგონების დახმარებით, როგორ გაანაწილა ცელოფანის მოზრდილ პარკებში.
რაც ყველაზე შემაძრწუნებელია, ბექამ, შინ, პარკით ლუბა ყოჩიაშვილის გულ-ღვიძლი მიიტანა და მაცივარში შეინახა.
„გვიან ღამით ბრალდებულებმა ტაქსი დაიქირავეს და გლდანში, ყოფილ ნაგავსაყრელზე ცხედრის ნაწილები წინასწარ ამოთხრილ ორმოში ჩაყარეს და ბენზინი მოასხეს. გამთენიისას კი ტაქსით თემქაზე, იმ სახლში წავიდნენ, სადაც ბექას დედა და ძმა ცხოვრობენ. რაც ყველაზე შემაძრწუნებელია, ბექამ, შინ, პარკით ლუბა ყოჩიაშვილის გულ-ღვიძლი მიიტანა და მაცივარში შეინახა, ბრალდებულებმა დაადასტურეს ბექა შენგელიას მხრიდან კანიბალიზმის ფაქტი, ლუბა ყოჩიაშვილის ნეშტი გაუჩინარებიდან მესამე დღეს მამაკაცმა იპოვა და საპატრულო პოლიციას აცნობა. დაჰკითხეს ყოჩიაშვილის მეუღლე და ქალიშვილი. სწორედ მამამ მიანიშნა, რომ ქალიშვილზე ეჭვობდა. ძალოვანებმა ირმასა და ბექას დაკითხვის შემდეგ მათზე თვალთვალი და მიყურადება დაიწყეს. ფარული მიყურადების ჩანაწერებში ჩანს, როგორ სიცილ-ხარხარში ჰყვებიან, რაც ჩაიდინეს, ბექა შენგელია, ორჯერ ნასამართლევია. პირველად ქურდობისთვის პირობითი მსჯავრი დაედო, მეორედ კი გაუპატიურებისთვის დაიჭირეს, მაგრამ ამნისტიით წლები მოაკლდა და 2014 წლის ბოლოს, დეკემბერში ციხიდან გამოვიდა“, – წერს გაზეთი „კვირის პალიტრა“.
გამოცემის ცნობითვე, ჩანაწერებით გაირკვა, ირმა ყოჩიაშვილი გეგმას აწყობდა, რომ მომხდარი მამისთვის დაებრალებინა. შემდეგ კი, რაც ომარმა ეჭვი მასზე აიღო, ირმამ ბექას მამის მკვლელობაც შესთავაზა.
მკვლელობაში ბრალდებულები არიან: ირმა ყოჩიაშვილი, ბექა შენგელია და არასრულწლოვანი ნინა. ჩ. დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო დაკავებულები არიან: ბექა კვარაცხელია და ავთანდილ ამირანაშვილი.
ავთანდილ ამირანაშვილის ადვოკატი ქართლოს ვაშაკიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ირმას და ბექას საუბარი, მთაწმინდაზე, ბექას მიერ ნაქირავებ ბინაში მოისმინა.
როგორც ადვოკატი ავთანდილ ამირანაშვილის მონაყოლზე დაყრდნობით ამბობს, ირმას და ბექას უთქვამთ “ტრუპი” ავიკიდეთო, ავთანდილს უკითხავს, ვისიო და ირმას სიცილ-ხარხარით უპასუხია, დედაჩემისო. ეს სიმართლედ არ აღუქვამს ამირანაშვილს.
“ციხიდან გამოსული ბექა ავთანდილმა პირველად კლასელების შეკრებაზე ნახა, შემდეგ შემთხვევით 27 ოქტომბერს შეხვდა რუსთაველის პროსპექტზე. ბექას უთქვამს, ბარის გახსნა მინდა, სადაც დამწყები მხატვრები თავიანთ ნამუშევრებს გამოფენენო. იმ დღეს ბექამ და ავთანდილმა დალიეს და სწორედ მაშინ გაიცნო ირმა ყოჩიაშვილი. მერე მთაწმინდაზე, ნაქირავებ ბინაში წავიდნენ. მაშინ მოისმინა ამირანაშვილმა ირმასა და ბექას საუბარი, “ტრუპი” ავიკიდეთო. ავთანდილს უკითხავს, ვისიო და ირმას სიცილ-ხარხარით უპასუხია, დედაჩემისო. ეს სიმართლედ არ აღუქვამს ამირანაშვილს. ბიჭი იმ ღამეს იქ დარჩა, მეორე დღეს კი სახლში წავიდა. 2 ნოემბერს ისევ შეხვდა ავთანდილი ბექას და უთხრა, მოვნახე ბარისთვის ადგილი და მეპატრონეს დაგალაპარაკებთო. შენგელიამ მე არ მცალია და ირმა გამოგყვებაო, ბარში მისულები კი აიყვანეს”, – აცხადებს ადვოკატი.

წყარო: „კვირის პალიტრა“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები