ირაკლი ლექვინაძე: პორტალი www.ekalata.gov.ge არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გავიგოთ საბაზისო სასურსათო პროდუქტზე რომელ ქსელშია საუკეთესო ფასი
„პორტალი www.ekalata.gov.ge არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გავიგოთ საბაზისო სასურსათო პროდუქტზე რომელ ქსელშია საუკეთესო ფასი“, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი Live“ GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პორტალზე ამ ეტაპზე 13 საბაზისო პროდუქტია განთავსებული.
„ინტერესი პორტალის გახსნის დღიდან იყო მაღალი. პირველივე დღეს უნიკალური ვიზიტორების რაოდენობამ 20 000 გადააჭარბა. დინამიკა პირველი ტალღის მერე დასტაბილურდა, თუმცა „ტრენდს“ თუ შევხედავთ არის ძალიან მზარდი, იმიტომ რომ პორტალი არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გავიგოთ საბაზისო სასურსათო პროდუქტზე რომელ ქსელშია საუკეთესო ფასი. ასევე თუ გვსურს ავაწყოთ კომბინაცია პორტალი გვაძლევს ძალიან კარგ პრაქტიკულ ინფორმაციას იმისთვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ ჩვენი აწყობილი კალათის კომბინაცია სად არის ყველაზე ხელსაყრელ ფასად“, – განაცხადა ლექვინაძემ.
ამ ეტაპზე არის მხოლოდ ვებპორტალი მოქმედებს და ის ადაპტირებულია მობილურ ტელეფონზეც, თუმცა ირაკლი ლექვინაძის განცხადებით უახლოეს პერიოდში იგეგმება შესაბამისი მობილური აპლიკაციის შექმნაც.