ვენესუელაში ოთხი პოლიციელი დააკავეს, რომლებიც მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რაიონებში ნანგრევებიდან ნაპოვნი ფულის მითვისებაში არიან ეჭვმიტანილები. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
ვენესუელის კრიმინალური გამოძიების სამსახურის (CICPC) ხელმძღვანელის, დუგლას რიკო განცხადებით, სამართალდამცველებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ნანგრევებში აღმოჩენილი თანხა უკანონოდ მიითვისეს.
მისივე თქმით, ფაქტის გამოვლენის შემდეგ ოთხივე პოლიციელი დააკავეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს. მათ წინააღმდეგ დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება.
შეგახსენებთ, ვენესუელაში 24 ივნისის საღამოს მიწისძვრა მოხდა. დაახლოებით 40 წამიანი ინტერვალით დაფიქსირდა ორი ბიძგი, რომელთა სიმძლავრე 7.2-დან 7.5 მაგნიტუდამდე იყო. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, 1943 ადამიანი დაიღუპა, 10571 დაშავდა, ხოლო 28380 ადამიანი სამედიცინო დახმარებას იღებს.