Reuters: ნიდერლანდებში რეკორდულ სიცხეს 480-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ნიდერლანდებში, გასულ კვირას, რეკორდულ სიცხეს 480-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, 22-დან 28 ივლისის ჩათვლით პერიოდში, მაღალი ტემპერატურის შედეგად, ძირითადად 80 წლის და უფროსი ასაკის ადამიანები დაიღუპნენ.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევათა უმეტესობა ნიდერლანდების სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ სიცხის ტალღის დროს, ნიდერლანდებში ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწია, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები