საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს, რომელიც საქართველოს, სახელმწიფო ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა უზბეკეთიდან საქართველოში უმაღლეს დონეზე განხორციელებული პირველი ვიზიტის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის.

“სტუმრებმა ფუნიკულიორით იმგზავრეს და დედაქალაქის ხედები დაათვალიერეს.
უზბეკეთის პრეზიდენტის პატივსაცემად, თბილისის ანძა უზბეკეთის რესპუბლიკის დროშის ფერებში განათდა.

შავკატ მირზიოევი საქართველოს ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ხვალ გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები