საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ჯონ ქერის შეხვდება

2016 წლის 14-18 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.
დაგეგმილია მინისტრის შეხვედრები აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები თეთრი სახლის წარმომადგენლებთან.
ვაშინგტონში მიხეილ ჯანელიძე სენატსა და კონგრესში გამართავს შეხვედრებს. მათ შორის შეხვდება საქართველოს მეგობართა ჯგუფის (Georgia Caucus) თანათავმჯდომარეებს.
მიხეილ ჯანელიძე ასევე გამართავს შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი კვლევითი ცენტრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მინისტრი ასევე სიტყვით გამოვა ატლანტიკურ საბჭოში.
დაგეგმილია მინისტრის ინტერვიუები აშშ-ის წამყვან მედია საშუალებებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები