დავით შერაზადიშვილი მშობლიურ სკოლაში ბოლო ზარის ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი ბოლო ზარის ღონისძიებას მშობლიურ, ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში დაესწრო.
კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ბოლო ზარის ღონისძიებას ჩემს მშობლიურ სკოლაში დავესწარი. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ლაღი და ბედნიერი ახალგაზრდების ყურება.
მთელი გულით ვულოცავ სკოლის დამთავრებას თითოეულს! ის, რაც მათთვის ყოველდღიურობა იყო დღეიდან დაუვიწყარ მოგონებად იქცევა და მათ ცხოვრებაში სრულიად ახალი, განსხვავებული ეტაპი იწყება, რომელიც მისცემთ საშუალებას მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.
მჯერა, რომ თითოეული კურსდამთავრებული ღირსეულ ადგილს დაიკავებს ჩვენს საზოგადოებაში. ვუსურვებ ბედნიერ, წარმატებულ სტუდენტობას. დარწმუნებული ვარ წინ ძალიან საინტერესო და წარმატებული ცხოვრება ელით. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას – მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს“, – განაცხადა დავით სერაზადიშვილმა
დელეგატმა პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი საქმიანობა შეუფასებელია.