დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს სამხედრო და ფინანსური სექტორების წინააღმდეგ სანქციები დაუწესა
დიდმა ბრიტანეთმა, ფართომასშტაბიანი ახალი სანქციები გამოაცხადა, რომლებიც რუსეთის სამხედრო, ენერგეტიკული და ფინანსურi სექტორების მხრივ არის მიმართული,- ამის შესახებ “როიტერი” წერს.
მედიის ცნობით, ევროკავშირთან კოორდინაციით, რომელმაც პარალელური ზომები გამოაცხადა, დიდმა ბრიტანეთმა მოსკოვზე ზეწოლა გაამძაფრა.
“ჩვენ მოვუწოდებთ პუტინს, რომ დაუყოვნებლივ დათანხმდეს სრულ, უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, რათა სამართლიან და მდგრად მშვიდობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.
ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ სამშვიდობო ძალისხმევის შეყოვნება მხოლოდ გააორმაგებს ჩვენს მიზანდასახულობას, დავეხმაროთ უკრაინას, რომ თავი დაიცვას და გამოვიყენოთ ჩვენი სანქციები, რათა შევზღუდოთ პუტინის ომის მანქანა”, – თქვა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივად მოუწოდეს ვაშინგტონს, შეუერთდეს მათ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უარყოფის გამო რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებაში.