ფინეთში ვერტმფრენების შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

დასავლეთ ფინეთში ორი სამოქალაქო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა,- ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, ჰაერში შეჯახება ქალაქ კაუტუას მახლობლად შუადღისას მოხდა. ნამსხვრევები ოჰიკულკუტიეს გზიდან დაახლოებით 700 მეტრში ჩამოვარდა.

სამოქალაქო ვერტმფრენები ესტონეთის დედაქალაქ ტალინიდან აფრინდნენ და კოკემაკიში, პიიკაიარვის აეროპორტისკენ მიემართებოდნენ. მედიის ცნობით, მათ ესტონელი ბიზნესმენები გადაჰყავდათ.

ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები