რუსეთის მიერ დაკავებული უკრაინელი ჟურნალისტების სია ვატიკანს გადაეცა

უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის (NUJU) ხელმძღვანელმა, სერგეი ტომილენკომ, ვატიკანის ელჩს უკრაინაში, მთავარეპისკოპოს ვისვალდას კულბოკასს, რუსეთში ტყვეობაში მყოფი უკრაინელი მედია პროფესიონალების სია გადასცა.

როგორც Ukrinform-ი იუწყება, ამის შესახებ ტომილენკოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტშია ნათქვამი.

„უკრაინაში სამოციქულო ნუნციატურაში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა სიტყვის თავისუფლებისა და დაპატიმრებული ჟურნალისტების უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის უახლესი მონაცემების თანახმად, ამჟამად რუსეთში 31 სამოქალაქო მედიის წარმომადგენელია დაპატიმრებული, მათ შორის, სულ მცირე, ერთი ჟურნალისტი, რომელიც უკრაინის თავდაცვის ძალებში სამსახურის დროს ტყვედ ჩავარდა.

მთავარეპისკოპოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წმინდა საყდარი უკრაინული მედიის წარმომადგენლების გათავისუფლების მცდელობების მხარდასაჭერად თავის დიპლომატიურ არხებს გამოიყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები