რუბიო: რუსეთს სურს მიიღოს ის, რისი უფლებაც არ აქვს, ხოლო უკრაინას სურს დაიბრუნოს ის, რისი დაბრუნებაც სამხედრო გზით არ შეუძლია
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინაში ომის სამხედრო გზით გადაწყვეტა არ არსებობს.
„ამ კრიზისის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს. და ჩვენ ის მოლაპარაკებების გზით უნდა დავასრულოთ. ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც უკრაინაში გვაქვს, მდგომარეობს შემდეგში: რუსეთს სურს მიიღოს ის, რაც არ აქვს და რისი უფლებაც არ აქვს, ხოლო უკრაინას სურს დაიბრუნოს ის, რისი დაბრუნებაც სამხედრო გზით არ შეუძლია“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.