მარკო რუბიო: USAID-ში თითოეული დოლარიდან 12 ცენტი აღწევდა ადრესატამდე
USAID-ში თითოეული დოლარიდან 12 ცენტი აღწევდა ადრესატამდე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკა აპირებს იპოვოს დახმარების მიწოდების უფრო ეფექტური გზები.
„ასეთ რეფორმას როდესაც ახორციელებ, აუცილებელია ამ რეფორმების მასშტაბების შეფასება. იქნება ხარვეზები და წინააღმდეგობები, თუმცა ეს რეფორმები უნდა განხორციელდეს. USAID-ში თითოეული დოლარიდან 12 ცენტი აღწევდა ადრესატამდე. ეს ნიშნავს, რომ ვინმესთვის დახმარების გასაწევად, ჩვენ გვიწევდა დაგვეხარჯა ეს დანარჩენი თანხა საგარეო დახმარების სამრეწველო კომპლექსის მხარდაჭერაზე. ჩვენ ვიპოვით უფრო ეფექტიან გზას ამ დახმარების პირდაპირ ხალხამდე მისატანად და ეს მიმართული იქნება ჩვენი რეგიონული ბიუროებისკენ და დააფინანსებს პროგრამებს რომლებსაც რეალური ცვლილებები მოჰყვება და ეს გახდება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთიანი მიდგომის ნაწილი. მე მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას, ვიმუშაო ამ კომიტეტთან და ასიგნებების კომიტეტთან, რათა დავრწმუნდე, რომ ჩვენ სწორ გადაწყვეტილებასთან მივდივართ ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა რუბიომ.