დავით ქართველიშვილი: უკრაინელი ლტოლვილებისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული 10 მილიონი დოლარის დახმარების ფონზე, რის სანაცვლოდ „მადლიერების“ ნიშნად ამაგრებდნენ ანტისახელისუფლებო აქციებს – მთელმა რიგმა ევროპულმა სახელმწიფომ მნიშვნელოვნად გადახედა თავის დამოკიდებულებას უკრაინელი მიგრანტების მიმართ
„უკრაინელი ლტოლვილებისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული 10 მილიონი დოლარის დახმარების ფონზე, რის სანაცვლოდ „მადლიერების“ ნიშნად ამაგრებდნენ ანტისახელისუფლებო აქციებს – მთელმა რიგმა ევროპულმა სახელმწიფომ მნიშვნელოვნად გადახედა თავის დამოკიდებულებას უკრაინელი მიგრანტების მიმართ“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ისეთმა ქვეყნებმა როგორებიცაა, ირლანდია, გერმანია, პოლონეთი, ნორვეგია და სლოვაკეთი შეამცირეს რიგი დახმარებები, ზოგი კი საერთოდაც, გაუუქმეს უკრაინელებს.
„უკრაინელი ლტოლვილებისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული 10 მილიონი დოლარის დახმარების ფონზე, რის სანაცვლოდ „მადლიერების“ ნიშნად ამაგრებდნენ ანტისახელისუფლებო აქციებს – მთელმა რიგმა ევროპულმა სახელმწიფომ მნიშვნელოვნად გადახედა თავის დამოკიდებულებას უკრაინელი მიგრანტების მიმართ. კერძოდ: ირლანდიაში მოხდა დახმარების მნიშვნელოვანი შემცირება: 2024 წლის 1 სექტემბრიდან სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი საცხოვრებლის მქონე უკრაინელ ლტოლვილებს სოციალური დახმარება შეუმცირდათ – მოზრდილებისთვის 232 ევროდან 38,80 ევრომდე, ხოლო ბავშვებისთვის, დაახლოებით, 30 ევრო კვირაში.
შემცირდა დროებითი საცხოვრებლის ვადაც: ახალჩამოსული ლტოლვილებისთვის საცხოვრებელი მხოლოდ 90 დღით გამოიყოფა, რის შემდეგაც, მათ უნდა მოძებნონ ალტერნატიული ბინა ან მოითხოვონ სხვა სახის დახმარება. შესაბამისად, ლტოლვილების მიმღები ოჯახებისთვისაც შემცირდა სუბსიდირებული წახალისება: 2025 წლის მარტიდან, თვეში 800 ევროს ნაცვლად, 600 ევრო. გერმანიამაც განახორციელა დახმარების ტიპის ცვლილება: 2025 წლის 1 აპრილიდან, უკრაინელი ლტოლვილები, რომლებიც ამ თარიღის შემდეგ ჩავიდნენ ქვეყანაში, აღარ იღებენ Bürgergeld-ს (563 ევრო), არამედ სხვა თავშესაფრის მაძიებლებისთვის გათვალისწინებულ შეზღუდულ დახმარებას – დაახლოებით 460 ევროს, ზოგჯერ ვაუჩერების სახით.
განხორციელდა ჯანმრთელობისა და საცხოვრებლის „პაკეტების“ გადახედვაც: ახალჩასულებს სახელმწიფო ცენტრებში ათავსებენ და მათ, მხოლოდ, საბაზისო სამედიცინო მომსახურება ეძლევათ. დაწესდა სანქციები ინტეგრაციაზე უარის შემთხვევაშიც: ვინც უარს ამბობს სამსახურზე ან ინტეგრაციის კურსებზე, შეიძლება დაეკარგოს დახმარების 10%, 20% ან 30% განმეორებით დარღვევებზე.
პოლონეთმა 2024 წლის 1 ივლისიდან გააუქმა ერთჯერადი 300 ზლოტის დახმარება, ყოველდღიური 40 ზლოტის კომპენსაცია მასპინძლებისთვის და ბავშვებისთვის განკუთვნილი 800 და 300 ზლოტის დახმარებები, თუ ისინი სკოლაში არ დადიან. შეიცვალა საცხოვრებლის თანადაფინანსებაც: ვინც 120 დღეზე მეტს ცხოვრობს საერთო საცხოვრებლებში, ვალდებულია გადაიხადოს დღიური ხარჯის 50%, ხოლო 180 დღის შემდეგ – 75%. ნორვეგიამ გააუქმა ბავშვებზე განკუთვნილი დახმარება. ასევე, შემცირდა წყვილებზე გასაცემი დახმარება: უშვილო წყვილებისთვის პროგრამით გათვალისწინებული დახმარება დაახლოებით 6000 ნორვეგიული კრონით (516 ევრო) შემცირდა. ასევე, გამკაცრდა ცხოვრების პირობები: ვინც საცხოვრებლად სახელმწიფოს ცენტრებში არ რჩება, მათ ფინანსური დახმარება აღარ ეძლევათ. ასევე, ამ ცენტრებში იკრძალება ცხოველებთან ერთად ცხოვრება. სლოვაკეთმა შეამცირა საცხოვრებლის კომპენსაცია: 2024 წლის მარტიდან, საცხოვრებლის მიმწოდებლებს 1 დღის განთავსებაზე ეძლევათ მხოლოდ 5 ევრო – ბავშვისა და მოზრდილის შემთხვევაში ერთნაირად. ადრე მოზრდილებზე 10 ევრო იყო, ხოლო ბავშვებზე – 5 ევრო“, – წერს დავით ქართველიშვილი.