ევროკავშირი სირიის წინააღმდეგ სანქციებს აუქმებს

ევროკავშირი სირიის წინააღმდეგ სანქციებს აუქმებს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი  კაია კალასი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი პლატფორმა X-ზე იუწყებიან.

„დღეს გადაწყვეტილება მივიღეთ, მოვხსნათ სირიის წინააღმდეგ ჩვენი ეკონომიკური სანქციები. გვსურს სირიელ ხალხს დავეხმაროთ ახალი, ინკლუზიური და მშვიდობიანი სირიის აღდგენაში.

ბოლო 14 წლის განმავლობაში ევროკავშირი ყოველთვის გვერდში ედგა სირიელებს – და ამის კეთებას გავაგრძელებთ“, – წერს კაია კალასი სოციალურ ქსელში.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ასევე გამოეხმაურა ურსულა ფონ დერ ლაიენი.

„მივესალმები სირიის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მოხსნის გადაწყვეტილებას. აღდგენის გზა ჯერ კიდევ გრძელია, მაგრამ ევროპა მზადაა სირიასთან ერთად ითანამშრომლოს ამ გზაზე. ჩვენ გვსურს ვიყოთ პარტნიორები სირიის ზრდაში, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. შერიგება აღდგენისკენ პირველი, გადამწყვეტი ნაბიჯია“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები