დავით ჩიხელიძე: სამარცხვინოა, საქართველოსადმი ოფიციალური კიევის დამოკიდებულება, უკრაინა/ზელენსკი ქართული სახელმწიფოს დახმარებას ადეკვატურად არ აფასებს

სამარცხვინოა, საქართველოსადმი ოფიციალური კიევის დამოკიდებულება, უკრაინა/ზელენსკი ქართული სახელმწიფოს დახმარებას ადეკვატურად არ აფასებს. უფრო მეტი, უკრაინა დღენიადაგ საქართველოს მთავრობის კრიტიკით არის დაკავებული, მაშინ როცა საქართველომ, უკრაინას პარტნიორობის მაგალითი უჩვენა და ერთ-ერთმა პირველმა გაუწოდა დახმარების ხელი! – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძემ საქართველოს სახელმწიფოს მიერ, უკრაინისთვის გაწეული დახმარების არასრული ჩამონათვალი წარმოადგინა. მისი თქმით, აღნიშნულის შემდეგ ზელენსკის ფაშისტური დაჯგუფების მიერ საქართველოს მთავრობაზე თავდასხმა და კრიტიკა, ამორალურობის უმაღლესი წერტილია.

„სამარცხვინოა, საქართველოსადმი ოფიციალური კიევის დამოკიდებულება, უკრაინა/ზელენსკი ქართული სახელმწიფოს დახმარებას ადეკვატურად არ აფასებს. უფრო მეტი, უკრაინა დღენიადაგ საქართველოს მთავრობის კრიტიკით არის დაკავებული, მაშინ როცა საქართველომ, უკრაინას პარტნიორობის მაგალითი უჩვენა და ერთ-ერთმა პირველმა გაუწოდა დახმარების ხელი!

საქართველო უკრაინას უანგაროდ ეხმარება და არავის არაფერს აყვედრის, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ საქართველოს მიერ გაწეული დახმარება, თუ საერთაშორისო დონეზე მიღებულ რეზოლუციებს გადავხედავთ ვნახავთ, რომ საქართველო აბსოლუტურად ყველა რეზოლუციის მხარდამჭერია, რომელიც უკრაინის პოზიციებს იცავს, საქართველო შეერთებულია საერთაშორისო სანქციებს, ასევე დაწესებული აქვს სანქციები ეროვნულ დონეზე.

საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინელი მოსწავლეებისათვის, სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორი გახსნა, რათა მათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონოდათ, საქართველომ დაასაქმა უკრაინელი მასწავლებლები, საერთო ჯამში აღნიშნული სექტორები 3000 მოსწავლეზე მეტს მოემსახურა, რაც საქართველოს ბიუჯეტს 20 მილიონი ლარი დაუჯდა.

სახელმწიფომ დააფინანსა უკრაინელი ლტოლვილების ქირის გადასახადი, რისთვისაც ბიუჯეტიდან 27 მილიონ ლარზე მეტი არის დახარჯული.

უკრაინელი ლტოლვილები უზრუნველყოფილნი იყვნენ სამედიცინო მომსახურებით, რაც სახელმწიფოს რამდენიმე მილიონი ლარი დაუჯდა.

საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ლიდერი იყო, უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით გაგზავნილი ტვირთის მოცულობით.

ეს საქართველოს სახელმწიფოს მიერ, უკრაინისთვის გაწეული დახმარების არასრული ჩამონათვალია, აღნიშნულის შემდეგ ზელენსკის ფაშისტური დაჯგუფების მიერ საქართველოს მთავრობაზე თავდასხმა და კრიტიკა, ამორალურობის უმაღლესი წერტილია!“ – წერს დავით ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები