ალუდა ღუდუშაური არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე: ძალიან რთულ დღეში არიან, მათ ადგილზე ყოფნას მტერსაც არ ვუსურვებ

,,ძალიან რთულ დღეში არიან, მათ ადგილზე ყოფნას მტერსაც არ ვუსურვებ, რადგან მათ აქვთ ორი გზა და ეს ორივე გზა ერთი გადაჩეხისკენ მიდის”,- ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მოსახლეობა ყველაფერს ხედავს.

„მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და მათი პოლიტიკური მომავალი იქნება გადაჩეხის ტოლფასი, რადგან მათ არანაირი პერსპექტივა არ აქვთ, ხოლო მეორე გზა, რომელიც ე.წ. ბოიკოტს და სინამდვილეში არჩევნების წაგების შიშით არის განპირობებული, ეს იძულებითი ბოიკოტი არის ასევე მათი პოლიტიკური ხარაკირი.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ მათი დღევანდელი მდგომარეობა არის გამოძახილი რამდენიმე წლის წინანდელი მათი არათანმიმდევრული, არაჯანსაღი და ჩვენი ქვეყნისთვის არაკეთილმოსურნეობით გამოწვეული. ჩვენი მოსახლეობა ამ ყველაფერს ხედავს.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ პოლიტიკაში ოპოზიციის მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნამდვილი ოპოზიციის როლი განუზომლად დიდია დემოკრატიული პროცესისთვის, მაგრამ ეს ადამიანები უბრალოდ ვერ პოულობენ თავიანთ ადგილს პოლიტიკაში. სინამდვილეში ისინი ხომ პოლიტიკოსები არ არიან. როგორ შეიძლება ადამიანს შვილი მოუკლა, ჭირისუფალს დასცინოდე და ამბობდე, რომ ეს ყველაფერი დადგმულია. მათ რომ ძალაუფლება ჰქონდეთ იმავეს გააკეთებ გაათმაგებული ძალებით“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები