ქობულეთის მერმა, ირაკლი ცეცხლაძემ, მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა

ქობულეთის მერმა, ირაკლი ცეცხლაძემ, მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას, ქობულეთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში, მეთორმეტე კლასელებისთვის დღეს ბოლო ზარი დაირეკა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლა 851-მა მოსწავლემ დაამთავრა.

ირაკლი ცეცხლაძის თქმით, კურსდამთავრებულები აუცილებლად მიაღწევენ დასახულ მიზნებს.

“გილოცავთ ახალგაზრდებო ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულებას. წინ სიახლეებით, გამოწვევებით, წარმატებებით სავსე წლები გელოდებათ. გვჯერა აუცილებლად მიაღწევთ დასახულ მიზნებს. გილოცავთ და გისურვებთ წარმატებულ, ნაყოფიერ წლებს. ყოველთვის ვიქნებით თქვენი გულშემატკივარი, მხარდამჭერი “- განაცხადა ირაკლი ცეცხლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები