ირაკლი გოგავა: ჩემი დათვლებით, 20 ათასი ადამიანია, ვინც ემსახურება უცხოეთის ინტერესს; მოთმენა და ტოლერანტობის გამოჩენა ამის მიმართ უკვე აღარ შეიძლება – რადგან ავაფრიალეთ ანტიკოლონიალური აჯანყების დროშა, ბოლომდე უნდა წავიდეს პროცესი

ჩემი დათვლებით, 20 ათასი ადამიანია, ვინც ემსახურება უცხოეთის ინტერესს. მოთმენა და ტოლერანტობის გამოჩენა ამის მიმართ უკვე აღარ შეიძლება – რადგან ავაფრიალეთ ანტიკოლონიალური აჯანყების დროშა, ბოლომდე უნდა წავიდეს პროცესი, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა, ირაკლი გოგავამ ევროპული ფონდების მხრიდან მომავალ დაფინანსებაზე საუბრისას.

„ქსელი დიდი აქვთ. მარტო ჩვენთან ათასობით და ათიათასობით ადამიანი მონაწილე ამ ქსელის. მათ შორის ამ „ენჯეოს“ სახით.

საქართველოში მათ აქვთ რამდენიმე სტრუქტურა, ქსელი. პირველ რიგში ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციები. შემდეგ არის ლიბერალური მედია, რომელსაც სრულად აფინანსებენ. შემდეგ არის სოციოლოგიური გამოკითხვების ცენტრები, შემდეგ – უნივერსიტეტები. საქართველოში 7-8 უნივერსიტეტია, რომლებიც მთლიანად მათი კონტროლის ქვეშ არის, თუ მეტი არა და ალაგ-ალაგ კიდევ ჰყავთ „პროქსები“.

შემდეგ ასევე არის ორი მსხვილი ბანკი, რომლებიც ლონდონის აქციებით ვაჭრობს. მათი მეშვეობით გავლენების მოხდენა ბიზნესზე ხდება. ჩვენ ვანახეთ, რომ კრიზისის დროს 3 ათასამდე კომპანიამ, 45 ათასიდან, რაღაც საპროტესტო მიმართვებს მოაწერა ხელი და სახელმწიფო გადატრიალებას დაუჭირა მხარი. ანუ, ეს პროცესები ბიზნესშიც არის.

რა თქმა უნდა, მთელი ეს სტრუქტურა არის დაფინანსებაზე, ჯამაგირზე. ჩემი დათვლებით, ეს არის 20 ათასი ადამიანი, ვინც ემსახურება უცხოეთის ინტერესს. მოთმენა და ტოლერანტობის გამოჩენა ამის მიმართ უკვე აღარ შეიძლება, რადგან ავაფრიალეთ ანტიკოლონიალური აჯანყების დროშა, ბოლომდე უნდა წავიდეს პროცესი“, – განაცხადა გოგავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები