ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მუნიციპალური პირველობა ჩატარდა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მუნიციპალური პირველობა ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტურნირში მუნიციპალიტეტის 70-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა, რომელთა შორის გამარჯვებულები 11 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
„საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს, ფულადი ჯილდო, მედლები, სიგელები და თასები გადაეცათ.
ღონისძიებას, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯამბულატ მელაძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან ერთად დაესწრო, მან სპორტსმენებს სიტყვით მიმართა, წარმატებები უსურვა, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაზე და მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრა.
ღონისძიების მიზანს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მუნიციპალიტეტის ნაკრები გუნდის დაკომპლექტება წარმოადგენს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.