ღუდუშაური – „ნაცმოძრაობაზე“: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ბოროტება არ დაბრუნდეს – ამდენი ხნის განმავლობაში საკუთარ თავში ვერ იპოვეს ძალა, რომ გაჩუმდნენ და ჭირისუფლების მიმართ მაინც გამოხატონ პატივისცემა
“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ბოროტება [ნაცმოძრაობა] არ დაბრუნდეს – ამდენი ხნის განმავლობაში საკუთარ თავში ვერ იპოვეს ძალა, რომ გაჩუმდნენ და ჭირისუფლების მიმართ მაინც გამოხატონ პატივისცემა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
მან პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა შეაფასა.
„იმ პერიოდში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი მძვინვარებდა, სისხლის სამართლის ადვოკატი ვიყავი და თუ რაიმეთი შეიძლებოდა რეჟიმს დავპირისპირებოდი, ეს იყო სისხლის სამართლის სფეროში უფლებების დაცვა. თითქოს ეს ყველაფერი ჩვენ ნანახი გვაქვს, მაგრამ ის, რასაც დღეს კომისიის ფარგლებში ვისმენთ, არის აბსოლუტურად გამაოგნებელი. გამაოგნებელია ის, რომ ეს ადამიანები, ეს ბოროტების შემქმნელები არ იცვლებიან.
ადამიანებმა, ამდენი ხნის განმავლობაში საკუთარ თავში ვერ იპოვეს ძალა, რომ არამც თუ სინანული გამოთქვან, არამედ გაჩუმდნენ და ჭირისუფლების მიმართ მაინც გამოხატონ პატივისცემა, მაგრამ ამის საპირისპიროდ გვესმის მათი მხრიდან ქილიკი, დაცინვა და მუქარა.
მინდა ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იმისთვის, ეს ბოროტება არ დაბრუნდეს. კომისიის ერთ-ერთი ფუნქცია არის, რომ ყველას შევახსენოთ, რომ ეს ბოროტება ჩვენს ქვეყანაში აღარ დაბრუნდეს“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.