“ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტს, გერასიმე შარაშენიძეს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს” – ირაკლი ჩიქოვანი

“ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტს, გერასიმე შარაშენიძეს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დიდია მეუფის როლი ეპარქიაში სამონასტრო ცხოვრების, სასულიერო განათლების აღდგენის, დახურული ეკლესია-მონასტრების განახლების, ახალი ტაძრების მშენებლობისა და რწმენის განმტკიცების საქმეში.

“მიტროპოლიტს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია საპატრიარქოში, სადაც კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ჩვენი უძველესი მართლმადიდებლური ეკლესიის საგარეო მიმართულებას ხელმძღვანელობს.

სწორედ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის სახელს უკავშირდება ვლაქერნობის, რელიგიურთან ერთად ნამდვილ სახალხო დღესასწაულად ქცევა და ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის ნიშის დაბრძანება, რომელიც ქალაქის ყველა სტუმარსა და მასპინძელს ამცნობს, რომ ზუგდიდი ღვთისმშობლის ხელთუქმნელი კვართის ქალაქია!

გულითადი მადლობა, მეუფეო, თქვენ 27 წელზე მეტია – ემსახურებით ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას. მადლობა გაწეული უზარმაზარი ღვაწლისთვის, ღვთის შეწევნით მრავალი წელი ყოფილიყავით ჩვენი ეპარქიის წინამძღოლად!”, – წერს მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები