სოფელ მანდაეთში საკუთარ სახლში გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვნეს

ჭიათურის რაიონის სოფელ მანდაეთში საკუთარ სახლში გარდაცვლილი ქალი ცხედარი იპოვნეს. ადილობრივების ინფორმაციით, მას ჭრილობა ყელის არეში ჰქონდა მიყენებული.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ  ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით გარდაცვლილ ქალბატონს სექსუალური ძალადობის კვალი არ აღენიშნება. შს სამინისტრო ძარცვის ფაქტს არ ადასტურებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები