ადვოკატ კობა კობახიძეს მოწმის სახით ე.წ. კოკაინის საქმეზე დაჰკითხავენ

ადვოკატ კობა კობახიძეს დღეს პროკურატურაში მოწმის სახით, 19.00 საათზე, დაჰკითხავენ, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს.
უწყებაში განმარტავენ, რომ კობა კობახიძე მოწმის სტატუსით უნდა დაიკითხოს იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც სატელევიზიო ეთერში ე.წ. კოკაინის საქმეზე განაცხადა.
ადვოკატ კობა კობახიძის მტკიცებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის ძმამ, თედო კობახიძემ ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულებისგან საადვოკატო ჰონორარის სახით 6250 ევროს აღება, გამარჯვების შემთხვევაში კი, თითოეულისგან 75 000 ევროს მოთხოვნა ურჩია.
კობა კობახიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” აღნიშნული საქმის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მსჯავრდებულებს მისი ადვოკატად აყვანა პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის ძმამ, თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ ურჩია.
“ზოგს ეგონა, რომ მე მათ სახელებს ვიყენებდი. პირიქით, როცა მათ სჭირდებოდათ, როცა ახლობლები მიმართავდნენ, თუნდაც “ქართული ოცნებიდან”, ჩემს თავს ურჩევდნენ. ასე მოხდა ანასტასია ზაუტაშვილის შემთხვევაშიც. გარკვეული მოქალაქეობრივი პოზიციაც მალაპარაკებს. ელისაშვილი ამ საქმიდან დაჩაგრული გამოდის და მინდა საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს გარემოებები, რომ სიტუაციაზე წარმოდგენა შეექმნას”, – აღნიშნა კობა კობახიძემ.
მისივე განმარტებით, ჰონორარით დაინტერესდა, თედომ კობახიძემ კი ურჩია, რომ მათთვის 6250 ევრო გამოერთვა, გამარჯვების, ბრალდებულების გათავისუფლების შემთხვევაში კი დამატებით, თითოეულისგან, 5 ადამიანისგან 75 000 ევროს მოთხოვნა ურჩია. პარალელურად კი, თედო კობახიძე შეწყალებაზე მუშაობას დაჰპირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები