ზესტაფონში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს
ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოვლინდა. ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე უკანონოდ მოჭრა თხმელის სახეობის 15 ძირი ხე.