გიორგი კვირიკაშვილი: დღეს საზოგადოება გაცილებით უფრო თავისუფალია

როდესაც ადამიანის ყველა თავისუფლება დაცული იქნება, ალბათ მაშინ იქნება თავისუფლების უფრო მაღალი განცდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რადიო „თავისუფლებისთან” ინტერვიუში განაცხადა.
პრემიერი თვლის, რომ საზოგადოება დღეს გაცილებით უფრო თავისუფალია, თუმცა ალბათ საზოგადოებაში სრული თავისუფლების განცდა არ არის.
“ვფიქრობ, საზოგადოება დღეს გაცილებით უფრო თავისუფალია, თუმცა ალბათ საზოგადოებაში არ არის სრული თავისუფლების განცდა და ალბათ ეს ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ავაშენოთ, რომელიც მოვა კანონის უზენაესობის განმტკიცებით, მოვა იმით, რომ სასამართლო სისტემის თაობაზე შედგება კონსენსუსი საზოგადოებაში, როცა სამართალდამცავი სისტემის მიმართ იქნება მაქსიმალური ნდობა, როდესაც ადამიანის ყველა თავისუფლება იქნება დაცული, ალბათ მაშინ იქნება თავისუფლების უფრო მაღალი განცდა. ვფიქრობ, დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით წინ ამ საკითხში, მაგრამ იდეალურები არ ვართ და, ვფიქრობ, ამ მიმართულებით საკმაოდ თავისუფალი ნაბიჯები დაგვრჩა გადასადგმელი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები