თბილისის საქალაქო სასამართლო მზად არის, მოწმეთა მიღება და დაკითხვა ახალი წესით განახორციელოს
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო მზად არის, მოწმეთა დაკითხვა ახალი წესით განახორციელოს.
როგორც ნინო გვენეტაძემ მართლმსაჯულების სახლში მიმდინარე მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის ამ საკითხთან დაკავშირებით კონფერენციაზე მოხსენებით გამოვა და მოსამართლეებს ინფორმაციას მიაწვდის ამ კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
“მოვასწარით და თბილისის საქალაქო უკვე მზად არის მოწმეთა მიღებისა და დაკითხვისთვის. ხვალ კიდევ ერთი მოსამზადებელი ტრენინგი გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ სასამართლო კორპუსი მზად არის, კანონის ახალი მოთხოვნები განახორციელოს,” – აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.