გოგი თოფაძე: სტალინის გინება არცერთ ქართველ პატრიოტ კაცს არ ეკადრება

სტალინის გინება არცერთ ქართველ პატრიოტ კაცს არ ეკადრება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “პოლიტიკაში” განაცხადა.

თოფაძის თქმით, სტალინმა ურთულესი ამოცანა შეასრულა.

“სტალინი არის ჩვენი ისტორია, მე-20 საუკუნის ყველაზე გამოჩენილი მოღვაწე, ყველამ აღიარა. როცა ეგეთი პიროვნება გყავს და იცი, რომ მან საოცრება გააკეთა – დღეს რომ იბრალებს ჩერჩილი და ამერიკის პრეზიდენტი, ომი ჩვენ მოვიგეთო, მაგაში არ დავეთანხმები. სტალინმა ხომ მოიგო ომი? მთელი ევროპა გაათავისუფლა ფაშიზმისგან. ამხელა ბუმბერაზ ქართველ კაცში ვეძებთ, რა დააშავა. კი, ურთულესი პირობა იყო, რაღაც რეპრესიებში რომ არ მიეღო მონაწილეობა, იმ ქვეყანას ფეხზე ვერ დააყენებდა”, – აღნიშნა თოფაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები