დავით ბერძენიშვილი სანდრო ბრეგაძეს პასუხობს: რატომ დაწერა განცხადება თუ მაგარი ბიჭია?!

რატო დაწერა განცხადება თუ მაგარი ბიჭია, რატომ არ თქვა მოდით მომხსენითო – ასე გამოეხმაურა ფრაქცია “ქართული ოცნება – რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი სანდრო ბრეგაძის მიერ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტის დატოვების ფაქტს. დავით ბერძენიშვილის თქმით, ბრეგაძე “რესპუბლიკელებით“ მოხიბლული არც ადრე იყო და არც ახლა არის.

“სანდრო ბრეგაძემ განცხადება დაუწერა ალბათ პრემიერ-მინისტრს, რა შუაშია აქ “რესპუბლიკელები“, ჩვენ არც დაგვინიშნავს სადრო ბრეგაძე და ვერც გავათავისუფლებდით მათ. მე მესმის, რომ ასლან აბაშიძესთან წლების განმავლობაში ყოფნის პერიოდიდან მოყოლებული, “აღორძინების“ აქტივისტი ბრეგაძე „რესპუბლიკელებით“ მოხიბლული არც მაშინ ყოფილა და არც ახლა იქნება. რატო დაწერა განცხადება, თუ მაგარი ბიჭია, რატომ არ თქვა მოდით მომხსენითო, ამიტომ ღიმილის მომგვრელია ეს ამბავი“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე თანამდებობიდან გადადგა. მინისტრმა, გელა დუმბაძემ დააკმაყოფილა სანდრო ბრეგაძის პირადი განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ინფორმაცია დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გვერდზე გამოქვეყნდა. პოსტის დატოვების შესახებ ბრეგაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზეც დაწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები