ბერძენიშვილი თოფაძეზე : საპნის ქარხნის დირექტორებთან გასარჩევი კაცი არ ვარ
რაც უნდა ის თქვას ბატონმა თოფაძემ, აბსოლუტურად უმნიშვნელო ფიგურაა – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა ლევან ბერძენიშვილმა ტელეკომპანია “იბერიასთან” საუბრისას განაცხადა.
ბერძენიშვილმა თოფაძეს მოუწოდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს პასუხი გასცეს.
“მას სერიოზულად ბრალი დაედო ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში. რაც უნდა ის თქვას ბატონმა თოფაძემ, აბსოლუტურად უმნიშვნელო ფიგურაა. ჩემთვის მან ყველანაირი მნიშვნელობა დაკარგა. არც ადამიანური, არც პოლიტიკური თვალსაზრისით თოფაძე რას იტყვის, არ მაინტერესებს. რაც შეეხება პრემიერს, მას პასუხი სჭრიდება, ვინაიდან მან თქვა, რომ თოფაძემ არა პარტიას, არამედ სახელმწიფოს და მთავრობას მოსცხო ჩირქი. მე თუ დაბალი ღობე ვგონივარ, არ შეცდეს, არ ვურჩევ, საპნის ქარხნის დირექტორებთან გასარჩევი კაცი არა ვარ”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.