სანდრო ბრეგაძე თანამდებობიდან გადადგა

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე თანამდებობიდან გადადგა. მინისტრმა, გელა დუმბაძემ დააკმაყოფილა სანდრო ბრეგაძის პირადი განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ინფორმაცია დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გვერდზე გამოქვეყნდა.
პოსტის დატოვების შესახებ ბრეგაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზეც დაწერა.
„მე გადავდექი!!! უფრო სწორად ყველაფერი გააკეთეს, რომ გადავმდგარიყავი, რადგან კატეგორიულად მომთხოვეს ჩემს პრინციპებზე უარის თქმა!!!! დიახ!!! ერთსქესიანთა ქორწინება არასოდეს დაკანონდება, ვერც ეკლესიას და პატრიარქს შეაგინებს ვინმე და ჩვენც ეროვნული სახელმწიფო გვექნება!!!“ – წერს სანდრო ბრეგაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები