ლევან მამალაძე სულხან მოლაშვილთან ერთად ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე, სავარაუდოდ, ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს. დღეს ცნობილი გახდა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახალი პოლიტიკური გაერთიანება „სახალხო ხელისუფლება“ მონაწილეობას გეგმავს.
პარტიის წევრების ბრიფინგზე სკაიპის საშუალებით დონბასიდან სწორედ პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ქვემო ქართლში, ლევან მამალაძე ჩაერთო, რომელიც პარტიის თანამოაზრე და მხარდამჭერია.
მამალაძე ამბობს, რომ მოსახლეობას ახალი პოლიტიკური ძალა სჭირდება, რომელიც მათ პრობლემებს მოაგვარებს და ასეთი ძალა სწორედ „სახალხო ხელისუფლება“ იქნება.
ახალი პოლიტიკური გაერთიანების თანამოაზრეა სულხან მოლაშვილიც, რომელიც მომავალში პოლიტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანებას გეგმავს.
“ადამიანების 70%-ზე მეტი ელოდება ახალ ძალას, რომელიც  ჩვენს ხალხს სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს მოუგვარებს. ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ ამ პროცესების თანამონაწილე გავმხდარიყავი. „სახალხო ხელისუფლება“ რომ შედგეს ახალგაზრდებთან და გამოცდილ ადამიანებთან ერთად, მოვახმარ ჩემს გამოცდილებას და შესაძლებლობებს, რათა ქართული საზოგადოება განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს”,- განაცხადა მამალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები