პრემიერ-მინისტრი „ფრონტერას“ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ფრონტერას” აღმასრულებელ დირექტორს სტივ ნიკანდროსს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემები კომპანიის საქართველოში მუშაობის პერსპექტივები და თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები იყო. შეხვედრაზე განიხილეს, რა შეიძლება გააკეთოს დამატებით საქართველოს მთავრობამ, კომპანიის სამომავლო საქმიანობის ხელშესაწყობად. ასევე, დაიგეგმა სამუშაო შეხვედრა „ფრონტერასთან” ენერგეტიკის სამინისტროს მონაწილეობით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და „ფრონტერას” აღმასრულებელი დირექტორის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.