მიხეილ ჯანელიძე: ტერორიზმი მსოფლიო მასშტაბის საფრთხეა, თუმცა ამ ბრძოლაში ჩვენ ერთად ვართ
„ტერორიზმი მსოფლიო მასშტაბის საფრთხეა, თუმცა ამ ბრძოლაში ჩვენ ერთად ვართ“,-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა და თურქ კოლეგას ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო, სამძიმარი გამოუცხადა.
როგორც თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანელიძემ აღნიშნა, რეგიონული უსაფრთხოება ახლა დარტყმების წინააღმდეგ, სამხრივი ურთიერთობის გაღრმავებას მოითხოვს. მინისტრის თქმით, საქართველო თურქრეთი და აზერბაიჯანი ითანამშრომლობენ, რათა ტერორიზმი ერთიანი ძალებით დაამარცხონ.
„ტერორიზმი არის რეგიონის მსოფლიო მასშტაბის საფრთხე, თუმცა ამ ბრძოლაში ჩვენ ერთად ვართ და მაქსიმალურად მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, რათა ერთიანი ძალებით დავამარცხოთ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, მინისტრებმა ხელი მოაწერეს თბილისის განცხადებას, რომელიც გულისხმობს 3 ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, ტრანსპორტის, საბანკო, გარემოს დაცვის, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში.