მთავრობის სხდომაზე მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა განიხილეს

მთავრობაზე მქონდა გატანილი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ეს არის 2016-2020 წლებისთვის საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია მალე გაიმართება.
“საქართველოს მთავრობაზე მქონდა გატანილი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლის ვრცელი პრეზენტაცია ჩვენ აუცილებლად გვექნება. ეს არის 2016-2020 წლებისთვის საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა. შესაბამისად, ღრმად არ შევალ თემაში, თუმცა გეტყვით მნიშვნელოვან ქვეთავებს, ის რისგანაც შედგება, ეს არის – საკანონმდებლო, ინსტიტუციუტი და სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, ფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, მცირე და საშუალო მეწარეობის უნარების განვითარება და სამეწარმეო კულტურის ამაღლების ხელშეწყობა, ექსპორტის ხელშეწყობა და მცირე და საშუალო საწარმოების ინტერნაციონალიზაცია, ინოვაციებისა და კვლევების განვითარების ხელშეწყობა”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები