ბუტროს ბუტროს გალი გარდაიცვალა

93 წლის ასაკში გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი ბუტროს ბუტროს გალი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
გაეროს უშიშროების საბჭოს ყოფილი გენმდივნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ვენესუელას წარმომადგენელმა მიაწოდა.
ბურტოს ბუტროს გალის ხსოვნას უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
ცნობისთვის, ბუტროს ბუტროს გალი გაეროს გენერალური მდივნის თანმდებობას 1992 – 1996 წლებში იკავებდა.
ის 1922 წელს ეგვიპტეში დაიბადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები