პოროშენკო და იაცენიუკი შეთანხმდნენ, რომ მთავრობა არ გადადგება

უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროენკომ და პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენიუკმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომ მთავრობა ამ ეტაპზე არ გადადგება. ამის შესახებ უკრაინულ გაზეთ „სეგოდნიას“ „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ წარმომადგენლებმა შეატყობინეს.
„პრეზიდენტსა და პრემიერს შორის მოლაპარაკება გრძელდება. წინასწარი შეთანხმების მიხედვით, იაცენიუკი არ გადადგება. ახლა ფრაქციები ხმებს ითვლიან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მთავრობისთვის უნდობლობას 150 დეპუტატი ხელს მოაწერს, ამ გადაწყვეტილებისთვის აუცილებელი 226 ხმა არ შეგროვდება“, – განუცხადეს გამოცემას „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ წევრებმა.
ამასთანავე, არსენ იაცენიუკის ფრაქციის წევრები აცხადებენ, რომ მთავრობისთვის უნდობლობის საკითხი პლენარულ სხდომაზე გატანამდე საპარლამენტო კომიტეტებმა უნდა განიხილონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები