იაროსლავლში დაღუპულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა

რუსეთის ქალაქ იაროსლავლის საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა. საგანგებო სიტუაციათა ადგილობრივი სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ოთხი ქალი, მამაკაცი და ორი ბავშვია.
თავდაპირველად ინფორმაცია სამი დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა. ამასთანავე, მაშველებს არა აქვთ ინფორმაცია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა სადარბაზოში აფეთქების მომენტში, ამიტომ ისინი არ გამორიცხავენ, რომ ნანგრევებში ჯერ კიდევ რჩებიან ადამიანები. აფეთქება ღამის ხუთის ნახევარზე მოხდა. ხუთი ბინა მთლიანად განადგურდა, ხოლო ათი – სერიოზულად დაზიანდა. წინასწარი ინფორმაციით, სახლში ბუნებრივი აირი აფეთქდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები