ჩინეთში ტელესკოპის მშენებლობის გამო, ათასობით ადამიანს გადაასახლებენ
10 ათასამდე ადამიანს გადაასახლებენ ჩინეთის გუიჩჟოუს პროვინციაში მსოფლიოში ყველაზე დიდი რადიოტელესკოპის მშენებლობის გამო. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ამ ადამიანებს პროვინციის სხვა რაიონში გადაასახლებენ.
სხვა ადგილებში მოსახლეობა იმიტომ გადაჰყავთ, რომ მათ რადიოტელესკოპის მუშაობას დაბრკოლება არ შეუქმნან. მეცნიერების განცხადებით, ახალი ტელესკოპის შენებლობის ძირითადი მიზანია კოსმოსში სიცოცხლის მოძიება. მისი მონტაჟი გასული წლის ზაფხულში დაიწყო. ამჟამად მსოფლიოს ყველაზე დიდი ტელესკოპი პუერტო-რიკოში მდებარეობს. მისი დიამეტრი 305 მეტრს შეადგენს. ჩინური ტელესკოპის დიამეტრი კი 500 მეტრი იქნება.