გიორგი ზულიაშვილი – ქართული ჩუქურთმა ანბანს გავს

გმირობის რა გითხრათ. გმირი ის იქნება ვინც მომეხმარება უფრო მეტ ადამიანს გადავცე ის რაც ვიცი“, – ამბობს შემოქმედი

სად დაიბადეთ ბატონო გიორგი? – საგარეჯოს რაიონში დავიბადე, მანავში. წარმოშობით აქაურები არ ვართ. ჩვენი გვარი ქართლიდან მოდის, მაგრამ ქალაქიდან ჩამოსულა ჩვენი წინაპარი და აქ დასახლებულა.
პაპაჩემი თბილისელი მჭედელი კაცი იყო. ჰამქრის წევრი. მუხრანის ხიდის მშენებლობაში აქვს მონაწილეობა მიღებული. იქვე სამჭედლო ჰქონია და შეგირდებთან ერთად მუშაობდა. ბევრი შვილი ჰყავდა. ძმასთან ერთად ცხოვრობდა ფიროსმანის ქუჩაზე. თბილისთან ახლოს, სოფელში, ჯერ თვითონ წამოსულა და სახელოსნო გაუხსნია. ქალაქთან ახლო სოფელი მოწონებია და როდესაც მერე ძმამ ცოლი მოიყვანა და ოჯახი გაიზარდა, თვითონ ცოლშვილით აქ ჩამოსახლებულა. განათლებული და ნიჭიერი შვილები გაზარდეს.10866904_895146103852904_1319529406_n
ბავშვობა…
დედა პედაგოგი მყავდა, მამა- სკოლის დირექტორი. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ერთ დღეს მასწავლებლების ხელფასები მოქონდა გზაზე დააყაჩაღეს და მოკლეს. ორი წლის ვიყავი. ეს გახდა მიზეზი ჩემი დაავადებისა. ამბავი რომ მოიტანეს და სახლში შეიცხადეს, სიცხე მომცა. ჩემთვის არავის ეცალა. შიშზე პოლიომელიტი დამემართა. მეხუთე კლასამდე ხელში აყვანილი დავყავდი დედას. კითხვაც მან შემაყვარა და ხატვაც . თვითონაც კარგად ხატავდა. ხატვის ნიჭი მისგან გადმომეცა, ხელოსნობისა კიდევ – პაპაჩემისგან. მომიტანდა ფურცელს, სახატავ ფანქრებს, ვიჯექი და ვხატავდი. 14 წლისამ ოპერაცია გავიკეთე და გავლა შევძელი.

პროფესიას დაეუფლეთ…
მანავის სკოლა დავამთავრე. ჯერ ბუღალტერიას დავეუფლე, შემდეგ პუშკინი დავამთავრე. პროფესიით ბიბლიოგრაფი ვარ. სულ ვმუშაობდი. 95 წლიდან წამოვედი, მანამდე ბევრი წელი კლუბის დირექტორი ვიყავი.
ძირითადად ხეზე კვეთავთ, ფერწერაშიც ხომ არ მუშაობთ? – ფერწერაშიც მიმუშავია „ჩიკანკაზეც“. ჩვენთან ქორწინების სახლი უნდა აეშენებინათ დახმარება მთხოვეს. მოვიფიქრე ესკიზი. ხეზე რომ დავიწყე მუშაობა, ძალიან გამიტაცა და გავაგრძელე.
არ იღლებით? – არ შემიძლია უამისოდ. დღე ისე გავა, ვერ ვიგებ დაღამებას. არ ვიღლები. რაც მეტს ვმუშაობ, მით მეტად ვისვენებ.

ვინ გეხმარებათ? – ჩემი მეუღლე ჩემი კლასელი იყო. მერე ერთად დავამთავრეთ სასწავლებელი. 40 წელია ერთად ვართ. სამი შვილის მამა და ორი შვილიშვილს პაპა ვარ. ჩემი მეუღლე ძალიან ხელს მიწყობს და მეხმარება. დიდი წვლილი აქვს ნამუშევრების მოვლა პატრონობაში.

თქვენი ნიჭი თუ გადაეცათ მემკვიდრეებს? – შვილებს არ გამოყვათ ეს ნიჭი. შვილიშვილს, პატარა თეკლას აქვს ხატვის დიდი ინტერესიც და ნიჭიც. ორი წლის არის და უკვე კარგად გამოსდის ბებო–პაპის პორტრეტები.( იღიმება) მეორე შვილიშვილს გიორგისაც აქვს შემოქმედებითი უნარი, ინტერესი რადგან დიდია პატარა ბიძგი უნდა, შეიძლება ბავშვში ისეთი მიძინებული ნიჭია რომელიც მერე განავითაროს და კარგი ხელოვანი დადგეს.10872191_895146360519545_1703403903_n
შემოქმედებით ოცნება(მიზანი) მინდა მყავდეს ისეთი მოწაფე, რომელიც მაჯობებს. ხომ გაგიგიათ „ის ურჩევნია მამაულსაო“.
მინდა მოსწავლეები მყავდეს, ეს ჩუქურთმა რომ არ დაიკარგოს. არაფრის გადასახადს არ ვითხოვ. მინდა ბევრმა ადამიანმა ისწავლოს. რასაც ვახერხებ. ეხლაც მყავს მოწაფეები. უსასყიდლოდ ვასწავლი. ინტერესი ვისაც აქვს, დიდებული მოსწავლეები არიან. ქართული ჩუქურთმა მშობლიურ ენაზე გადმოცემული შენი ქვეყნის ისტორიაა.

„იავნანა“
კი ასე დავარქვი ერთ ნამუშვარს. წინათ ხომ აკვანში იზრდებოდა ჩვენი შთამომავლობა. ამ ნამუშვარზე ქართული აივანია გამოსახული და დედა ქართულ კაბაში, რომელიც აკვანში ჩვილს უმღერის იავნანას.
როგორია სამუშაო პროცესი? – ზამთარში ოთახში, მაგრამ გაზაფხულზე გარეთ ვმუშაობ.

როგორ აკეთებთ პირველ მონახაზს? – ქართული ჩუქურთმა ანბანს გავს,ქართულ ჩუქურთმას ვერ გამოიგონებ, ვერც შეცვლი. ძველი რაც არის, იმას ვიყენებ. მაქვს წიგნი „ქართული ჩუქურთმა“ იმით ვხელმძღვანელობ. ჩვენი ეკლესიებიდან და ძეგლებიდან. იქიდან ვიღებ ორნამენტს, ჩუქურთმას და ნებისმიერს ვაკეთებ.

ეკლესიის აღსავლის კარები გააკეთეთ
ჩვენს სოფელში აშენდა ეკლესია და მაშინ გავაკეთე აღსავლის კარი. მერე კიდევ „ნათლისმცემელი“ აშენდა. მესამე კარიც ეხლახანს დავამთავრე. ეხლა ხატებზე და ჯვრებზე ვმუშაობ. რომ იგებენ ის ვისი გაკეთებულიც არის, მოდიან. ჩემი სოფელია ფულს როგორ ავიღებ?! ჩემი წვლილი უნდა იყოს. ამბობენ, ჩემი ნამუშვარი ადამიანს არ ამძიმებს .აღსაქმელად ადვილია. ეკლესიის აღსავლის კარის კეთებისას მამა ანტონი მეხმარებოდა სიამოვნებით..

„შემოდგომის სერენადა“…
ასე დავარქვი ერთ–ერთ ნამუშევარს. მე ვთვლი, რომ ვაზი არის ჩვენი სიცოცხლის სიმბოლო. არ არსებობს ტაძარი, არა არსებობს ეკლესია, იქ ვაზი რომ არ იყოს ამოჩუქურთმებული. თუნდაც სვეტიცხოვლის ვაზი რადა ღირს?! მარადიული სიმბოლო, ვაზი გამოვკვეთე, რომელზეც რთველია გამოსახული.10884806_895146363852878_1447675581_n

რა დრო გჭირდებათ ნამუშვრის დასამთავრებლად?! – გააჩნია სირთულეს, რას აკეთებ . ზოგს სამი თვე ჭირდება, ზოგს-ერთი თვე. ვერ იტყვი. სულ ხელით ხდება ამის კეთება, ჩარხზე მხოლოდ მასალა მუშავდება. იშვიათი ხელობაა. ბევრი არ მისდევს.ძნელია.

„გუშინ შვიდნი გურჯანელნი“
ხომ იცით ეს სიმღერა? სწორედ ამ სიმღერის მიხედვით გამოვსახე ეს გმირები. ფოლკლორი, ჩვენი ტრადიცია, მაგას ვეთაყვანები.ჩემი წარმოდგენით ვაკეთებ. ქართული, ყველა კუთხის, ყველაფერი მომწონს. ის ტრადიციები, რაც ამ კუთხეებს აქვს, ის არ უნდა დაიკარგოს.

ერთი და იგივე ორჯერ თუ გაგიკეთებიათ? – არა. თითოეული ერთადერთი ეგზემპლარია.

თანასოფლელბს ხშირად ეხმარებით…
საკუთარ თავზე საუბარი ძნელია . მოხუცებს ხშირად ვუკეთებ ხელჯოხებს. სასაფლაოს ჯვრები თითქმის ყველა ჩემი გაკეთებულია… რაც შემიძლია… ერთხელ ნაყიდმა ჯოხმა ფეხი მომტეხა იმის მერე ჩვენ ტყეში ბუნებრივად მოხრილი ჯოხი რომ აღმოვაჩინო, სახლში მომაქვს, ხელჯოხებს ვაკეთებ. ვისაც ჭირდება ისე არ ვუშვებ. ზოგისთვის თოფის კონდახებიც ბევრი გამიკეთებია, რითიც შემიძლია ვეხმარები თანასოფლელებს.
რა მასალას იყენებთ, როგორ შოულობთ მასალას? – ტყეში რო მივდიოდი შეშისთვის, იქიდან ვარჩევდი. უკვე მიჭირს სიარული. მეგობრები მეხმარებიან. ეხლა უკვე მათ მოაქვთ ხშირად.

გამოფენები…
გამოფენები ბევრი მქონია. თელავში რამდენჯერმე. მახსოვს ერთ-ერთ ნამუშვარზე, რომელზეც ღვთიშობელია გამოსახული, მასალად ქორაფი მქონდა გამოყენებული. ქორაფი ფოთლოვანი თეთრი ხეა. ფრანგები იყვნენ ჩამოსული, გარშემო უვლიდნენ, უკაკუნებდნენ, თაბაშირი ეგონათ. ვერ იჯერებდნენ, რომ ასეთი ფერის ხე შეიძლებოდა ყოფილიყო. თბილისში, „რუსთაველის თატრში“ მქონდა გამოფენა. ქარვასლა. მედიკების სახლი. რიყე. რაიონებს აღარ ჩამოვთვლი.10884463_895146330519548_862925595_n

მხატვართა კავშირის წევრი ხართ…
დიახ, კომისიამ გამომიძახა. ნიკოლაძე იყო მაშინ. ჩემი ნამუშევრები შეაფასეს. ათი კაცი იჯდა კომისიაში, ხელოვნების სპეციალისტები. სწორედ მათ მომცეს ეს სტატუსი. ეხლა მალე მიწევს გამოფენა.

„არც არავის ყმა ვყოფილვარ, არც არავინ ყმად მყოლია.
ბერვი ღვინო, ბევრი პური, წლიდან წლამდე გამყოლია“…
მოსავალი, კახური მარანი. ყველაფერი ის, რაც კახელ კაცს სათავისოდ სამყოფად აქვს, გამოვსახე ამ ნამუშვარში.

შთაგონების წყარო…
ჩვენთან რიყე ჩამოდის. რიყის პირა კაკლისთვის წყალს გამოეღო ფესვები. 200 წლის კაკლის გადახლართული ფესვები რომ ვნახე, მაშინ გამიჩნდა იდეა, რომ კარგ რამეს გამოვიყვანდი. მაგიდა გავაკეთე, გარშემო მიბმული აქვს სკამები. ზედ ბევრი რამ ამოვაჩუქურთმე. ვაზი სიცოცხლის საწყისი, თითქმის ყველა ცხოველი და ფრინველი: ნიანგი, ლომი, კამეჩი, ხოხბი, ფარშევანგი და ბევრი სხვა. ასევე ადამიანები. ქართული ფოლკლორის ფრაგმენტები გამოვსახე. საგარეჯოში ვიყავი წასული მეგობართან. სიწყნარეში ვიმუშავე ორი წელი. მაგიდის შუაში შანდალი იდება, ისიც ფესვზეა დამაგრებული, რომელზეც ზეზვა და მზია ამოვაჩუქურთმე. წიქარას ფრაგმენტიც გამოვსახე. ნამუშევარს „ფესვები“ დავარქვი. ვინ არ მოდის სანახავად. ყველას ძალიან მოსწონს. ნიჭიერმა ქალბატონმა დინარა ბორაშვილმა, ჩემმა თანასოფლელმა, დიდი ლექსი მიუძღვნა და მოგვიანებით იქიდან ამოღებული რამდენიმე სტროფიც ამოვაჩუქურთმე. ლექსი დაახლოებით ასე იწყება:
„აი ხომ ხედავთ, ხელოვანმა ბებერი ფესვი
აჩუქურთმა და აქანდაკა, სული შთაბერა“.

გასაყიდად ვერ იმეტებთ ნამუშვრებს…
მაგიდა ძვირად შეაფასეს. დალხინებული არ ვარ, თუმცა ყველა ნამუშვარი მენანება. გამეორება მიჭირს.

„ნიკალა“10893465_895146313852883_2012030586_n
ნიკალა მიყვარს. ხომ გითხარით, პაპაჩემი და ის ერთ ეზოში ცხოვრობდნენ. მეგობრობდნენ. ძმაკაცობდნენ. დალევა უყვარდათ. მათი მეგობრობის საპატივსაცემოდ ნამუშევარს „ზმანება“ დავარქვი და ნიკალა ამოვაჩუქურთმე.
პატარას თუ დიდს მოსწონს ჩემი შემოქმედება. სხვა ერების მიმართ ყოველთვის შემწყნარებლები ვიყავით. ორთაჭალა სინაგოგაც მაქვს გამოჩუქურთმებული.

იმედის გმირი ხართ. კი. ჩამოვიდნენ ფილმი გამიკეთეს. დიდი მადლობა მათ. გმირობის რა გითხრათ. გმირი ის იქნება ვინც მომეხმარება უფრო მეტ ადამიანს გადავცე ის რაც ვიცი.

1511337_895146493852865_6549711319266883438_n 10152012_895146783852836_2898591250670589479_n 10452359_895146677186180_3345039019512267260_n 10877586_895146097186238_1706439955_n 10881402_895146353852879_880419738_n 10887709_895146343852880_103103914_n 10887739_895146347186213_1184531496_n 10887754_895146310519550_723892732_n 10887953_895146307186217_581768076_n 10893611_895147633852751_116183767_n10893731_895146317186216_1272199779_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები