ტრამპმა აზიური ტურნე დაიწყო და მალაიზიაში ჩავიდა, სადაც მისი თანდასწრებით ტაილანდმა და კამბოჯამ „სამშვიდობო ხელშეკრულებას“ მოაწეს ხელი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მალაიზიაში, კუალა-ლუმპურში ჩავიდა. ეს მისი ერთკვირიანი აზიური ტურნეს პირველი გაჩერებაა, რომლის დროსაც ის ორი რეგიონალური ორგანიზაციის (ASEAN – მალაიზიაში და APEC – სამხრეთ კორეაში) სამიტებს დაესწრება და იაპონიას ეწვევა. მისი მოგზაურობის მთავარი მოვლენა, სავარაუდოდ, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრა იქნება.
კვირას, აშშ-ის ლიდერის თანდასწრებით, ტაილანდისა და კამბოჯის ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელსაც ტრამპი „სამშვიდობო შეთანხმებას“ უწოდებს და რომლის მიზანია ქვეყნებს შორის სამხედრო კონფლიქტის დასრულება.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა დაჟინებით მოითხოვა ამ ცერემონიის ჩატარება ASEAN-ის სამიტის დროს. ტრამპმა ხელი შეუწყო ამ ზაფხულს ტაილანდ-კამბოჯის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას და ის ამ ომს რვა ომს შორის ასახელებს, რომელთა დასრულებასაც, მისი თქმით, მან ხელი შეუწყო.