შსს-მ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1985 წელს დაბადებული ნ.ა. ბათუმში დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებული ნ.ა. თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძარცვის, ქურდობის და მუქარით ადამიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით იძებნებოდა.

“დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები