კახა კალაძე – საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს. ამის შესახებ მინისტრმა რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში ისაუბრა.
„საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს, ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა უახლოეს წლებში, რადგანაც ჩვენ გვაქვს ბევრი წყლის რესურსი. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ ავაშენოთ რაც შეიძლება ბევრი ახალი ჰიდროელექტროსადგური. იმისთვის, რომ ელექტროენერგია იყოს სხვა ქვეყნებში ნაყიდზე იაფი”, – განაცხადა კალაძემ.
ვიცე-პრემიერი განმარტავს, რომ რუსეთს ახლაც შეუძლია, შეწყვიტოს საქართველოზე ტრანზიტი და სომხეთი ირანის გავლით მოამარაგოს. კალაძე განმარტავს, რომ ეს დიდი პრობლემაა და ამიტომ დაიწყეს „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები