“აზერბაიჯანის მილი ვერ უზრუნველყოფს გაზის საკმარისი მოცულობის გამტარიანობას”

ვიცე-პრემიერის და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, იმ მილსადენს, რომლიდანაც საქართველო ბუნებრივ აირს აზერბაიჯანისგან იღებს, ფიზიკურად არ შეუძლია იმაზე მეტი მოცულობის გატარება, რასაც დღეს ატარებს.
როგორც კალაძემ რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, ქვეყანას ზამთრის და ზაფხულის დისბალანსი აქვს. ქვეყანაში ზამთარში ბევრად უფრო მეტ აირს იყენებენ, ვიდრე გაზაფხულზე და ზაფხულში.
„ზამთრის და ზაფხულის დისბალანსი გვაქვს. ჩვენს ქვეყანაში ზამთარში ბევრად უფრო მეტ აირს იყენებენ, ვიდრე გაზაფხულზე და ზაფხულში. აზერბაიჯანის მილი ვერ უზრუნველყოფს საკმარისი მოცულობის გამტარიანობას. თუ ინვესტიციები განხორციელდება მომავალში, ბუნებრივია, ეს პრობლემა მოგვარდება. იმ დანაკლისს, რაც გვაქვს, კომპენსირება სჭირდება. აქამდე რუსული აირის 10 პროცენტს ვიღებდით და ამით ვფარავდით. ახლა „გაზპრომი“ გვთავაზობს ფულად გადასახადზე გადასვლას. რასაკვირველია, ეს ჩემთვის სიახლე იყო. როდესაც ჩამოვედით თბილისში, შევიკრიბეთ და განვიხილეთ ეს თემა, გავაანალიზეთ, თუ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ არ მოვაწერდით ხელს ამ კონტრაქტს. არის თუ არა შესაძლებლობა, მისცეს სომხეთს აირი ირანის გავლით. დღესდღეობით ეს საშუალება არის. მათ შეუძლიათ მისცენ მილიარდი კუბური მეტრი სომხეთს ირანის გავლით”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები