თურქმენეთი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებითაა დაინტერესებული

თურქმენეთი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებითაა დაინტერესებული. ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრს, ბაიარ აბაიევს შეხვდა.
მინისტრებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და მათი კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქმენ კოლეგას საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური პროექტები გააცნო.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, თურქმენეთი დაინტერესებულია ჩვენს ქვეყანაში ინვესტირებით, საქართველოს გავლით ტვირთების ტრანსპორტირებით და საქართველოში სასაწყობო მეურნეობის განვითარებით. აღსანიშნავია, რომ თურქმენეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას წარმოადგენს. ორმხრივი ვიზიტების დროს აქტიურად განიხილება თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, ინვესტიციები, ტურიზმი, ორმხრივი ეკონომიკური სამართლებრივი ბაზის სრულყოფის საკითხები და სხვა.
2015 წელს სავაჭრო ბრუნვა თურქმენეთთან, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 52.1%-ით გაიზარდა და 127.26 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 1.3%-ს წარმოადგენს. მათ შორის ექსპორტი გაიზარდა 12%-ით, განისაზღვრა 16.05 მლნ. აშშ დოლარით და საქართველოს ექსპორტის 0.7% შეადგინა. იმპორტი გაიზარდა 60.4%-ით, განისაზღვრა 111.21 მლნ. აშშ დოლარით და საქართველოს იმპორტის 1.4% შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები