ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ლარის გაუფასურების მიზეზები დაასახელა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოსახლეობას ლარის ბოლო დროს გაუფასურებასთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდის.
როგორც გიორგი ქადაგიძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, 2015 წლისგან განსხვავებით, დღეს ლარის გაუფასურებაზე საგადამხდელო ბალანსი არ ახდენს გავლენას.
“ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება დიდწილად დაკავშირებულია იმ უარყოფით მოლოდინებთან, რომელიც ბაზრის მონაწილეებს გაუჩნდათ მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. კურსის 2 და 4 კორიდორში იმპორტი უკვე იმ დოზით არის შემცირებული, რომ ქვეყანაში შემომავალი და გამავალი უცხოური სავალუტო ნაკადები დაბალანსებულია.
მეორე ფაქტორი არის ფულის მასა – ის მაქსიმალურად შევზღუდეთ. ფულის მასის ზრდა არის ნულთან ახლოს. შესაბამისად არც მონეტარული აგრეგატები ლარის კურსზე გაუფასურების მიმართულებით არ ახდენს გავლენას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვახორციელებთ წერტილოვან ინტერვენციებს. სწორედ ამიტომ ჩვენ გვაქვს სრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში მოხდება ლარის კურსის სტაბილიზაცია და ლარი დაუბრუნდება აღნიშნულ კორიდორს”, – განაცხადა ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები