გიორგი კვირიკაშვილი: პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, სახელმწიფომ 146 საწარმოს დაუჭირა მხარი

საქართველოს პრემიერ – მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, სახელმწიფომ წელიწადნახევრის საქმიანობის შედეგად 146 საწარმოს დაუჭირა მხარი.

აღნიშნული განცხადება მან, საგამოფენო ცენტრ “ქარვასლაში” გააკეთა, სადაც პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, ახალი კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის პრეზენტაცია გამართა.
მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში 6000-ზე მატი ადამიანი დასაქმდა.
მისივე თქმით, პროგრამას “აწარმოე საქართველოში” სრულიად ახალი კომპონენტი – “გადაიღე საქართველოში” დაემატა, რომელიც კინოინდუსტრიის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
“აწარმოე საქართველოში” არის ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ორინეტირებულია ქვეყანაში მეწარმეობის წახალისებაზე, მეწარემეების მხარდაჭერაზე, ახალი საწარმოების შექმნაზე და უკვე არსებული ბიზნესის გაფართოებაზე. პროგრამის წარმატებაზე მეტყველებს შედეგები. წელიწად-ნახევრის საქმიანობის შედეგად სახელმწიფომ მხარი დაუჭირა 146 საწარმოს. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 366 მილიონი ლარია. პროგრამის ფარგლებში დასაქმდა 6000-ზე მატი ადამიანი”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, 26-თვიანი მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ტრენინგს გაივლის 6 000-მდე მეწარმე, დაფინანსდება 3000-მდე ბიზნესიდეა და რეგიონებში 5 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
“მოყვანილი რიცხვები არ არის უბრალო სტატისტიკა, ეს არის რეალური წინსვლის დასტური, რომელიც, საბოლოო ჯამში, თითოეულ მოქალაქეზე და მთლიანად ქვეყნის მდგრად განვითარებაზე აისახება. სტაბილური ეკონომიკური განვითარება, ლიბერალური და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პოლიტიკა, შემცირებული საგადასახადო განაკვეთები, ლიცენზიებისა და ნებართვების მცირე რაოდენობა, ასევე ადმინისტრაციული პროცედურების სიმარტივე – წარმოადგენს მყარ საფუძველს საქართველოში ბიზნესის დაწყების და მისი წარმატებული განვითარებისთვის, რისი გონივრულად გამოყენების ერთ-ერთ მაგალითსაც წარმოადგენს “გადაიღე საქართველოში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები