გიორგი ქადაგიძე ლართან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგს გამართავს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგი დღეს, 15:00 საათზე ეროვნულ ბანკში გაიმართება. გიორგი ქადაგიძე ლარის კურსთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაზე გააკეთებს განცხადებას. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4923 ლარი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები