ნოდარ ებანოიძე: ლარის კურსი უახლოეს ხანში ისევ სტაბილიზაციისკენ უნდა წავიდეს
მთავარი დარტყმები გასულ პერიოდში გავიარეთ, ლარის კურსი უახლოეს ხანში უნდა წავიდეს ისევ სტაბილიზაციისკენ, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნოდარ ებანოიძემ განაცხადა.
როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იმ გამოწვევების დასაძლევად, რაც არსებობდა, გარკეული ნაბიჯები გადადგმულია.
“მნიშვნელოვანია გარე ფაქტორები. ჩვენ მთავარი დარტყმები გასულ პერიოდში გავიარეთ. მილიარდ 200 მილიონიანი დანაკარგი იყო, რაც კურსზე აისახა. ვფიქრობ, ეს გავლენა უკვე მნიშვნელოვანი აღარ არის და კურსი უახლოეს ხანში უნდა წავიდეს ისევ სტაბილიზაციისკენ, რადგან არანაირი ფაქტორები აღარ არსებობს. იმ გამოწვევების დასაძლევად, რაც არსებობდა, გარკეული ნაბიჯები გადადგმულია. შეუძლებელია საგარეო ფაქტორებს გავლენა არ მოეხდინა, თუმცა მაინც ვხედავ, რომ მოლოდინებმა უარყოფითი როლი ითამაშა და ეს მოლოდინები უნდა გაქრეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ნოდარ ებანოიძემ.